-
REMA Consulting Studio არის პროექტირების, მშენებლობისა და დეველოპერული პროექტების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის ყველა ეტაპის კოორდინირებულ მართვას წინასაპროექტო კვლევიდან და პროექტირების პროცესიდან, მშენებლობის მენეჯმენტსა და პროექტის წარმატებით დასრულებამდე.
-
კომპანია დაფუძნდა 2022 წელს პროფესიონალთა გუნდის მიერ, რომელიც მანამდე ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთად მუშაობდა სხვადასხვა მასშტაბისა და დანიშნულების პროექტებზე. სწორედ ამ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილებამ შექმნა საფუძველი REMA Consulting Studio-სთვის, რომლის მთავარი მიზანია სამშენებლო პროცესების სისტემური, გამჭვირვალე და ეფექტური მართვა.
-
დღეს REMA ემსახურება როგორც კერძო დამკვეთებს, რომლებიც საკუთარი საცხოვრებელი სახლის ან კომერციული ობიექტის განვითარებას გეგმავენ, ასევე დეველოპერებსა და ინვესტორებს, რომლებიც ახორციელებენ მრავალფუნქციურ და მასშტაბურ პროექტებს.
კომპანიის ხედვა
გვჯერა, რომ წარმატებული პროექტი იწყება სწორი დაგეგმვით და სრულდება ხარისხიანი მართვით.
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სივრცის, კაპიტალისა და პროცესების ინტეგრირებულ მართვას. ვაერთიანებთ არქიტექტურულ, საინჟინრო, სამშენებლო და დეველოპერულ გამოცდილებას ერთ სისტემაში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თითოეულ პროექტს შევხედოთ როგორც დიზაინის, ისე ეკონომიკური, ტექნიკური და საინვესტიციო პერსპექტივიდან.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ეკონომიკურად გამართლებული, ფუნქციური და გრძელვადიან ღირებულებაზე ორიენტირებული პროექტები.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
პროექტის განვითარება
წინასაპროექტო კვლევა, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება, განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა და საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი.
არქიტექტურა და საპროექტო მართვა
არქიტექტურული და საინჟინრო პროექტირება, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და სანებართვო პროცესების კოორდინაცია.
სამშენებლო მენეჯმენტი
სამშენებლო პროცესების დაგეგმვა და მართვა, კონტრაქტორების კოორდინაცია, ხარისხის, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი.
პროექტის კონტროლი და ადმინისტრირება
ხარჯების მართვა, გეგმა-გრაფიკების მონიტორინგი, ტენდერების, კონტრაქტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა.
საკუთარ რესურსებს ვაერთიანებთ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, რაც საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ სხვადას ხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტებზე.
როგორ
ვმუშაობთ?
ჩვენი ყველა პროექტი იმართება Agile-ის პრინციპებზე დაფუძნებული მენეჯმენტის მოდელით.
პროექტს ვყოფთ მართვად ეტაპებად, თითოეულ ეტაპზე ვგეგმავთ კონკრეტულ მიზნებს, მუდმივად ვაკონტროლებთ პროგრესს და დროულად ვრეაგირებთ ცვლილებებზე.
ასეთი მიდგომა ამცირებს რისკებს, უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას და დამკვეთს საშუალებას აძლევს მუდმივად აკონტროლოს პროექტის მიმდინარეობა.
ჩვენთვის წარმატებული პროექტი ნიშნავს არა მხოლოდ ხარისხიან შედეგს, არამედ ვადების, ბიუჯეტის და რესურსების ეფექტურ მართვას.
დამფუძებლები

გიორგი ტრაპაიძე
დამფუძნებელი | პარტნიორი
არქიტექტორი და დეველოპერული პროექტების კონსულტანტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხით.
ამჟამად არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი სადოქტორო კვლევის თემაა:
„დეველოპერული პროცესის კონცეპტუალური მოდელი: სივრცის, კაპიტალისა და ღირებულების ჩარჩო.“
15+ წელზე მეტი პროფესიული გამოცდილების განმავლობაში მონაწილეობდა 50-ზე მეტ პროექტში როგორც წამყვანი სპეციალისტი და პროექტის მენეჯერი.
მისი საქმიანობა მოიცავს საცხოვრებელ, საზოგადოებრივ, დეველოპერულ, კულტურულ, სტუმარ-მასპინძლობისა და კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროექტებს.

ლაშა ტრაპაიძე
პარტნიორი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და კონსერვაციის ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხით.
პროფესიული განვითარების ფარგლებში სწავლობდა მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე.
10+ წელზე მეტი პროფესიული გამოცდილების განმავლობაში მონაწილეობდა 50-ზე მეტ სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის პროექტში. მისი საქმიანობა მოიცავს არქიტექტურას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და რეაბილიტაციას, საზოგადოებრივ და საცხოვრებელ პროექტებს, ასევე სტუმარ-მასპინძლობისა და დეველოპერული მიმართულების ობიექტების განვითარებას.
