სერვისები
საკონსულტაციო სტუდია რემა

საპროექტო სერვისები
-
წინასაპროექტო კვლევა და შეფასება
პროექტის საწყის ეტაპზე ვაფასებთ ტექნიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ და საინჟინრო წინაპირობებს, რათა სწორად განისაზღვროს განვითარების მიმართულება.
-
საპროექტო დოკუმენტაცია
ვამზადებთ სრულ საპროექტო პაკეტს, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ნორმატიულ, ისე პრაქტიკულ მოთხოვნებს. კომპანიის მოქნილობა განპირობებულია შიდა საპროექტო რესურსებისა და მრავალპროფილურ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, რაც იძლევა ნებისმიერი სირთულის ამოცანების შესრულების შესაძლებლობას.
-
სანებართვო პროცესების მართვა
ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო სანებართვო პროცედურის კოორდინაციას შესაბამის უწყებებთან.
-
მოცულობების უწყისები
ვადგენთ სამუშაოების დეტალურ მოცულობებს, ბაზარზე აპრობირებული მიდგომებით რაც უზრუნველყოფს ხარჯების და რესურსების ზუსტ დაგეგმვას. -
ხარჯთაღრიცხვა (შედგენა/რევიზია)
ვამზადებთ ან ვაანალიზებთ პროექტის ბიუჯეტს, ოპტიმალური ფინანსური მართვის უზრუნველსაყოფად. -
გეგმა-გრაფიკი (მომზადება/კონტროლი)
ვქმნით და ვაკონტროლებთ სამუშაოების განრიგს, პროექტის დროულად შესრულებისთვის.
სამშენებლო სერვისები
-
სამშენებლო დაგეგმვა
ვგეგმავთ სამშენებლო პროცესს რესურსების, ვადებისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებით.
-
სამშენებლო მართვა
ვმართავთ სამუშაოების ყოველდღიურ პროცესს, ეფექტური და კოორდინირებული შესრულებისთვის.
-
გუნდებისა და კონტრაქტორების კოორდინაცია
ვუზრუნველყოფთ ყველა ჩართული მხარის სინქრონიზებულ მუშაობას, იურიდიულად გამართულ თანამშრომლობას.
-
ხარისხის, ხარჯებისა და ვადების კონტროლი
ვაკონტროლებთ პროექტის ძირითად პარამეტრებს, შეთანხმებული სტანდარტების დაცვით.
-
მიღება-ჩაბარებისა და ექსპლუატაციის დოკუმენტაცია
ვამზადებთ სრულ დოკუმენტაციას ობიექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის.


დეველოპერული სერვისები
-
პროექტის იდეის შეფასება
ვაფასებთ პროექტის პოტენციალს ბაზრის, პირველადი ფინანსური, საინჟინრო და სხვა საჭირო პარამეტრების მიხედვით.
-
ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი
ვახორციელებთ პროექტის სიღრმისეულ ფინანსურ და ტექნიკურ შეფასებას
-
საპროექტო დოკუმენტაციის მართვა
ვაკონტროლებთ დიზაინის პროცესს, დასახული ამოცანების მისაღწევად
-
სამშენებლო პროცესის მართვა
ვმართავთ პროექტს მიმდინარეობას იდეიდან დასრულებამდე